თანამშრომლობის მემორანდუმი

სამხატვრო აკადემიასა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, სტუდენტების სრულფასოვანი განვითარებისთვის შესაფერისი გარემო შეიქმნება, ასევე სხვადასხვა პროგრამაში, პროექტსა და ღონისძიებაში აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობისა და სტუდენტების აქტიური ჩართვა დაიწყება. მემორანდუმი ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების პროცესში სააგენტოს მიერ აკადემიის როლის გააქტიურებას.