წიგნის პრეზენტაცია

თბილისის სამხატვრო აკადემიის სააქტო დარბაზში, წიგნი-ალბომის „თანამედროვე ქართული საეკლესიო ქანდაკება“ პრეზენტაცია გაიმართა. კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით მომზადებული და გამოცემული ალბომი ორენოვანია და მასში საქართველოში მდებარე 20-ზე მეტ ეკლესიაში არსებული რელიეფების, ბარელიეფებისა და ორნამენტების ვიზუალური მასალაა შესული.

წიგნი-ალბომი 500 ეგზემპლარად არის გამოცემული.