„ქართული ქანდაკების 100 წელი“

„ქართული ქანდაკების 100 წელი“ – ამ სახელწოდებით მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრში გამოფენა გაიმართა. ღონისძიება თბილისის სამხატვრო აკადემიისა და ქანდაკების ფაკულტეტის დაარსების 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო უფროსი თაობის მოქანდაკეთა ის ქმნილებები, რომელმაც ქართული პლასტიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა და დარგის განვითარებაზე იმოქმედა. ღონისძიებას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.