მის დასაარსებლად მეოცე საუკუნის დასაწყისში ხელოვანები რამდენჯერმე გაერთიანდნენ, თუმცა 1922 წლამდე ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
სწორედ 1922 წლის რვა მარტს თბილისში, გრიბოედოვის 22 ნომერში, საქართველოს სამხატვრო აკადემია გაიხსნა. ისტორიული შენობა, რომელშიც აკადემია განთავსდა, თავიდანვე პრობლემური იყო, რაც საარქივო მასალებითაც დასტურდება.
150- წლიანი ისტორიის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მასშტაბური სარესტავრაციო პროცესი მხოლოდ ორი წლის წინ დაიწყო. მომავალი წლისთვის კი, უნიკალური არქიტექტურის მქონე შენობამ პირვანდელი იერსახე უნდა დაიბრუნოს.
ლიზა ციციშვილი დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს აკადემიის ისტორიულ ნაწილში რეაბილიტაციის პროცესი.