ისტორიული შენობის რეაბილიტაცია

ბორჯომის კავალერიის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია დასრულდა. კოსტავას სახელობის პარკში მდებარე ნაგებობა სრულად აღდგა. მოეწყო საექსპოზიციო დარბაზები, რომელშიც განთავსდება ბორჯომის მხარეთმცოდნეობის ფონდში დაცული ექსპონატების ნაწილი. გოთიკური სტილის კავალერიის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც მე-19 საუკუნეში აშენდა. პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდისსა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა.