ამ წუთებში სამების საკათედრო ტაძარში 52-ე საყოველთაო ნათლობა იმართება. კათოლიკოს-პატრიარქი კიდევ 708 ბავშვის ნათლია გახდება.
პატარებს საჩუქრად ჯვარი და მოწმობები გადაეცემათ. ნათლობის დასრულების შემდეგ, საღამოს 8 საათისთვის, ილია მეორე ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს და ბავშვებს დალოცავს.
დღეისთვის უწმინდესს 33 000-ზე მეტი ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.
ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი, საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.