საყოველთაო ნათლობა

სამების საკათედრო ტაძარში რიგით 63-ე  საყოველთაო ნათლობა იმართება. პატრიარქის ნათლული კიდევ 1 600-მდე ბავშვი გახდება. ნათლობის შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქი მივა და ნათლულებს დალოცავს.

საყოველთაო ნათლობის იდეა ილია მეორეს ეკუთვნის. მისი მიზანი, ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაა. ილია მეორე ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს ნათლავს. პირველი საყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. კათოლიკოს-პატრიარქს უკვე 40 000-ზე მეტი ნათლული ჰყავს.