სამაშვლო ოპერაცია ყაზბეგში

კიდევ ერთი სამაშველო ოპერაცია ყაზბეგი-როშკის უღელტეხილზე ჩატარდა. სამთო-მაშველებმა ისრაელის ოთხი მოქალაქე გადაარჩინეს.

ლაშქრობაზე წასულ ახალგაზრდებს გზა აებნათ, დაბალი ტემპერატურის გამო მათ თერმული შოკი მიიღეს და გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ. დაზარალებული ტურისტები საავადმყოფოში სასაზღვრო დეპარტამენტის ვერტმფრენით გადაიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტურისტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.