სამაშველო ოპერაცია ბათუმში

12:29, 23.04.2024

მეორე დღეა ბათუმის სანაპიროზე ზღვაში 17 წლის ახალგაზრდას ეძებენ. ნათესავთან ერთად იგი ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, წყალში გუშინ შუადღით შევიდა. მაშველებმა თანმხლები 16 წლის ახალგაზრდის გადარჩენა მოახერხეს, მეორე კი ზღვაში გაუჩინარდა, სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და მყვინთავები. შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიებაც დაიწყო.

მსგავსი