სამაშველო ოპერაცია ბაკურიანში

ამ დრომდე გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ბაკურიანში, სადაც მთის ფერდობიდან თოვლის მასა მოწყდა.

თოვლში სავარაუდოდ ერთი ადამიანია მოყოლილი. ადგილზე მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები. ძებნის ოპერაციაში ჩართული არიან სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები. ასევე დამატებით სამაშველო ჯგუფთან ერთად, თბილისიდან გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო
პოლიციის ვერტმფრენი.