მეწყერი ბაღდათის მუნიციპალიტეტში

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყრული პროცესი მოულოდნელად ღამის ორის ნახევარზე გააქტიურდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მსგავსი სოფელში არასდროს მომხდარა. ოთხივე სახლის ბინადრებს რომლებიც მეწყერმა წაიღო, ამ დროს მშვიდად ეძინათ. მომხდარიდან მალევე დაიწყო სამაშველო ოპერაცია. სამწუხაროდ მაშველებმა მხოლოდ ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.