სამაშველო სამუშაოები ჭუბერში

ჭუბერში მცხოვრები ფრიდონ ცინდელიანი, რომლის სახლი სტიქიის შედეგად დაინგრა, აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრი მას დახმარებას დაჰპირდა. ცინდელიანი ამბობს, რომ მისი სახლი მდინარიდან 100 მეტრის მოშორებით მდებარეობდა. მდინარემ რამდენჯერმე შეიცვალა კალაპოტი და ბოლოს მიმართულება მისი სახლისკენ აიღო. გადარჩენილია ნივთების და ავეჯის მხოლოდ ნაწილი, რომელსაც ახლა წვიმა ანადგურებს.

ცინდელიანს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.