ნენსკრა ადიდდა

სოფელ ჭუბერის ცენტრში, ადიდებულმა მდინარემ დამბა გაარღვია, რის შედეგადაც ტერიტორიის ნაწილი დაიტბორა.

წაღებულია ერთი ხიდი, მეორე კი დაზიანებულია. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, მუშაობს მძიმე ტექნიკა.

წყალს უშუალოდ მოსახლეობისთვის პრობლემები არ შეუქმნია. ადგილზე იმყოფება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია.