მწვერვალ უშბასთან სნოუბორდით სრიალის დროს მოზარდი დაშავდა

12:22, 13.02.2019

მწვერვალ უშბასთან სნოუბორდით სრიალის დროს 17 წლის მოზარდი დაშავდა. მაშველებმა ის მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამაშველო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვაც გახდა აუცილებელი.

ამ დროისთვის მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი