სტიქია კახეთში

ლაგოდეხსა და ყვარელში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. რამდენიმე ადგილას მდინარის დონემ დაიწია და გარღვეული კალაპოტებიდან სასოფლო სამეურნეო ნათესებზე წყალი აღარ მიედინება. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ მოსავალი სტიქიამ სრულად გაუნადგურა. სათბურები დაანგრია და იქ არსებული ბოსტნეული კულტურა წყალმა წაიღო.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 150 ჰექტარია დატბორილი და მიმდინარეობს სავარგულების აღწერა და ზარალის დათვლა. ლაგოდეხსა და ყვარელში რამდენიმე დღეა წვიმს, რის გამოც მდინარეები ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა.