დამანგრეველი მიწისძვრიდან ორი კვირის თავზე ინდონეზიაში სამძებრო სამუშაოები არ წყდება.
ხელისუფლებამ პროცესი კიდევ ოთხი დღით გაახანგრძლივა. ნანგრევების ქვეშ ასეულობით ადამიანია მოყოლილი. კუნძულ სულავესიზე მომხდარი სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩა ასეულობით ოჯახი.
დაზარალებულები კარვებში გადაიყვანეს.