23 დეკემბერი ილია მეორის პატრიარქად არჩევის დღეა. თარიღთან დაკავშირებით, მისმა უწმინდესობამ დღეს სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო მსახურების დასრულების შემდეგ ისაუბრა. პატრიარქი აცხადებს, რომ ამ მძიმე ჯვრისთვის უფლის მადლობელია.
უფალი, რომელიც აძლევს ჯვარს, ის აძლევს ძალასაც, – ამბობს ილია მეორე.
ქადაგებისას კათოლიკოს-პატრიარქმა მადლიერების გამოხატვის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.