საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მეხუთე კონფერენცია

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მეხუთე კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს ყველა რეგიონიდან 150-მდე საკრებულოს წევრი ქალები ესწრებიან.

კონფერენცია გახსნეს და მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ასევე, უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია.

თამარ ჩუგოშვილმა ხაზი გაუსვა ინკლუზიური პოლიტიკის მნიშვნელობას, რაც ადგილობრივ დონეზე პოლიტიკასა და ეკონომიკაში ქალთა მეტ ჩართულობას შეუწყობს ხელს.

საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმი 2013 წელს საქართველოს მუნიციპალური მომსახურების უზრუნველმყოფთა ასოციაციასთან თანამშრომლობის გზით შეიქმნა.