სალომე ზურაბიშვილმა „ქალთა ფორუმს“ უმასპინძლა

9 აპრილთან დაკავშირებით, ქალთა ფორუმს უმასპინძლა საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა ოპერისა და ბალეტის თეატრში შეკრებილებს სიტყვით მიმართა, მაშინდელი მოვლენების მნიშვნელობასა და ქვეყნის ევროპულ მომავალზე ისაუბრა. ღონისძიებაზე პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის მოპოვებისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მტკიცე სამოქალაქო პოზიციის დაცვისთვის, ღირსების მედლით დააჯილდოვა 9 აპრილის ცნობილი ფოტოს გმირი – ნანა მახარაძე და მარტის აქციების მონაწილე ნანა მალაშხია, რომელსაც პრეზიდენტმა ჯილდო საქართველოს ევროპული მომავლისთვის გამოჩენილი აქტიური სამოქალაქო პოზიციისთვის გადასცა.