ცენტრალური საარჩევნო კომისია სენაკში მიმდინარე კენჭისყრის გამო, დღეს დილიდან განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს. ტრადიციულად, ცესკო გარკვეული პერიოდულობით მოგვაწვდის ინფორმაციას საარჩევნო პროცესის შესახებ.
პირველი ბრიფინგი საარჩევნო ადმინისტრაციაში უკვე გაიმართა, დეტალები თამარ ნადარეიშვილმა მოისმინა და ის ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება – რა ვითარებაში მიმდინარეობს კენჭისყრის პროცედურა და როგორია ამომრჩეველთა აქტივობა ამ დროის მონაცემებით?