საკრებულოს რიგგარეშე სხდომა თბილისში

დედაქალაქის ბიუჯეტი 41 მილიონი ლარით იზრდება – გადაწყვეტილებას კენჭი დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე უყარეს, თუმცა, საკითხს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. მათი განცხადებით, ბიუჯეტი საზოგადოების საჭიროებებზე არ არის მორგებული და ამით უმრავლესობა პოპულისტური ნაბიჯების გადადგმას ცდილობს.

მმართველი პარტია კი ოპოზიციას შოუების დადგმასა და ბოიკოტის გამოცხადების მცდელობაში ადანაშაულებს. საკრებულოს სხდომა 12 ივლისს, კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.