საქართველოში დღეს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება – ამ დღესთან დაკავშირებით, თბილისსა და რეგიონებში დროშის აღმართვის ცერემონიალი იმართება. ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს პატივისცემის ნიშნად, სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, საქართველოს დროშები საზეიმოდ აღმართეს თავდაცვის ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა. ღონისძიება გაიმართა თბილისის საკრებულოშიც.
„მოამბის“ ჟურნალისტი კესო ქაფიანიძე შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში.