დღეიდან სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევა იწყება. პარლამენტის თავმჯდომარემ ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა. დოკუმენტში გაწერილია კონკრეტული კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც, ომბუდსმენი შეირჩევა. დღესვე საკანონმდებლო ორგანოში კანდიდატთა განაცხადების მიღებაც დაიწყება. ასევე დღეიდან შეიქმნება საკონკურსო კომისია. 9-კაციანმა ჯგუფმა უნდა შეაფასოს თუ ვინ აკმაყოფილებს სახალხო დამცველისთვის საჭირო პირობებს. დეპუტატები აპლიკანტებს ჯერ საკომიტეტო ფორმატში მოუსმენენ, ხოლო შემდეგ კი პოლიტიკური ძალები მათგან კანდიდატებს შეარჩევენ.