საჯარო შეხვედრა „დროას“ ორგანიზებით

პარტია „დროას“ ლიდერმა რუსეთის მხარდამჭერების პერსონალური სანქცირების შესახებ შეხვედრა გამართა. ელენე ხოშტარიას განცხადებით, გუნდთან ერთად ომის დაწყების შემდეგ, განსაკუთრებულად იკვლევდნენ იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც სხვადასხვა სახით რუსეთს ომში ხელს უწყობენ. პარტიამ აღნიშნული ინფორმაციები მტკიცებულებების სახით წიგნად გამოსცა და პრეზენტაცია გამართა.