საჯარო ლექცია პრეზიდენტის სასახლეში

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პრეზიდენტის სასახლეში კონრად ადენაუერის ფონდის პოლიტიკური განათლების აკადემიის წევრებს უმასპინძლა და საჯარო ლექცია წაიკითხა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

განხილვის მთავარი თემა, სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების მნიშვნელობას შეეხებოდა.

სტუდენტები დაინტერესდნენ ისეთი საკითხებით, როგორიცაა საზოგადოების ჩართულობა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში, პრეზიდენტის არჩევის წესი, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები, სახელისუფლებო შტოებს შორის ძალთა ბალანსი, ეკონომიკური სირთულეები და დასაქმების პრობლება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა პრეზიდენტის სასახლე დაათვალიერეს და სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს.