ვალერია მაილსის საჯარო ლექცია

მწერალთა სახლში ესპანელი მწერლის, მთარგმნელისა და გამომცემლის ვალერია მაილსის საჯარო ლექცია გაიმართა. შეხვედრა ხორხე ლუის ბორხესის შემოქმედების სხვადასხვა ასპექტს მიეძღვნა, მათ შორის არგენტინელი მწერლის გავლენას ლიტერატურასა და ლიტერატურულ ტრადიციებზე.

ღონისძიებას ქართველი მწერლები, გამომცემლები და მთარგმნელები ესწრებოდნენ. ვალერია მაილსი ქართველი მთარგმნელებისთვის სემინარსაც ჩაატარებს.