სასცენო მოღვაწეობის 25 წლის იუბილე აღნიშნა მსოფლიო საოპერო სცენის ბარიტონმა, გიორგი გაგნიძემ.
პანდემიის გამო კონცერტი კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენაზე მაყურებლის გარეშე ჩატარდა. საღამო ინტერნეტ-ტრანსლაციით გადაიცემოდა. ქართული თეატრალური საზოგადოების გადაწყვეტილებით, გიორგი გაგნიძეს ქართული სცენის დესპანის წოდება მიენიჭა.