საიუბილეო საღამო

სასცენო მოღვაწეობის 25 წლის იუბილე აღნიშნა მსოფლიო საოპერო სცენის ბარიტონმა, გიორგი გაგნიძემ.

პანდემიის გამო კონცერტი კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენაზე  მაყურებლის გარეშე ჩატარდა. საღამო ინტერნეტ-ტრანსლაციით გადაიცემოდა. ქართული თეატრალური საზოგადოების გადაწყვეტილებით, გიორგი გაგნიძეს ქართული სცენის დესპანის წოდება მიენიჭა.