პოლიცია მძარცველს ეძებს აჭარაშიც. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ქობულეთში ერთ-ერთი კომპანიის ინკასატორს თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, გატაცებულია 50 ათას ლარზე მეტი. მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები, პოლიციის განყოფილებაში კი თვითმხილველები და დაზარალებული იკითხებიან.