ვითარება სტიქიის ზონაში 

იმის გათვალისწინებით, რომ ხუთი მილიონი კუბური მეტრი მიწა ორ კილომეტრზე მეტ ფართობზეა ჩამოწოლილი, გაფართოვდა სამძებრო ოპერაციის არეალიც. მაშველებმა უკვე დაიწყეს მეტალდეტექტორის გამოყენებაც, რომელმაც მიწაში ჩაფლული ავტომობილები და სხვა ლითონის ნივთები უნდა აღმოაჩინოს.

ძებნის პროცესში მაშველებთან ერთად ჩართულები არიან ჯარისკაცები და რეზერვისტები, რომლებიც ხუთ ლოკაციაზე მუშაობენ და დროებით ხიდებს აწყობენ. ადგილზე 24-საათიან რეჟიმში მუშაობს სპეცტექნიკაც – მარიამ სეთურიძე გიამბობთ.