შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიში

მომავალ მთავრობაში მინისტრის პორტფელი შეინარჩუნა ვახტანგ გომელაურმა. შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს მოსახლეობას ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში ჩააბარა. პანდემიის გამო ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა 2020 წელი ყველაზე რთულ და გამოწვევებით სავსე წლად შეაფასა. მინისტრის განმარტებით, მცირედით გაიზარდა მკვლელობების და ოჯახური ძალადობის შემთხვევები, კლებაა ქურდობის, ყაჩაღობის და ძარცვის ფაქტების სტატისტიკაში.

ხათუნა გაგნიძემ მოისმინა მინისტრის ანგარიში.