ვითარება ხაშმის წმინდა გიორგის ეკლესიაში 

18:27, 08.07.2021

დაუდგენელმა პირებმა ხაშმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გაძარცვეს და დაარბიეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ წაღებულია ფული, გვირგვინი, სასულიერო პირის სამოსი და ზიარების ჭურჭელი. დაზიანებულია ხატები. შემთხვევა გუშინ მოხდა. წმ. გიორგის სახელობის ტაძარი დილიდან დაკეტილია, ტაძრის მოძღვარი მამა ელისე სავარაუდოდ საგარეჯოს პოლიციაში იმყოფება გამოკითხვაზე.  შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 177-ე მუხლებით დაიწყო.

მსგავსი