ტრაგედიის მეექვსე დღეს შოვში სამძებრო სამუშაოები არ წყდება - ბოლო ინფორმაცია ადგილიდან

ტრაგედიის მეექვსე დღეს შოვში სამძებრო სამუშაოები არ წყდება – ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა და ტექნიკა. სამძებრო სამუშაოების არეალი გაფართოებულია. სამწუხაროდ, დღეს სტიქიის შედეგად დაღუპული მე-19 ადამიანი იპოვეს. ხორციელდება შოვის მიმდებარე ტერიტორიის მონიტორინგი. მაშველებმა დაღუპულს მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, შოვიდან რამდენიმე კილომეტრში მიაკვლიეს.

სამძებრო სამუშაოებში ღვარცოფში მოყოლილი ავტომობილების თუ სხვა ლითონის ნივთების მოსაძებნად დაიწყეს მეტალოდეტექტორის გამოყენებაც. ამ დრომდე შოვში დამანგრეველი ღვარცოფის შედეგად დაკარგულად ითვლება 16 ადამიანი.

შალვა სუმბაძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში.