თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ჩართულობით და „მერსი ქორფს საქართველოს“ WISE პროგრამის ორგანიზებით ამერიკელ ექსპერტ შერილ ტომასთან და თბილისში მოქმედი სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ამერიკელმა ექსპერტმა იმ ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე არსებობს. ყურადღება გაამახვილა გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში საზოგადოების ჩართულობაზე. ექსპერტმა მედიის წარმომადგენლებს ის პრაქტიკა და სამართლებრივი რეფორმები გააცნო, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ეფექტიან მექანიზმად იქცა.