რა ვითარებაში იმყოფება ქართველთა ჯგუფი მექსიკაში – „მოამბე“ ერთ-ერთის ოჯახის წევრს დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, რომ სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 30-მდე ქართველი მექსიკა-აშშ-ს საზღვართან კრიმინალურმა დაჯგუფებამ გაიტაცა, სიმართლეს არ შეესაბამება და ისინი უსაფრთხოდ იმყოფებიან. ინფორმაციას უარყოფენ საგარეო საქმეთა სამინისტროშიც, სადაც საქართველოს მოქალაქეების ადგილსამყოფელი მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან ერთად მოიკვლიეს.