საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, ექვსი ქართველი სტუდენტი, ეგვიპტიდან სამშობლოში დაბრუნდება. საგარეო უწყების განცხადებით, მათ დახმარების თხოვნით ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზით მიმართეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. ყველა საელჩოში, ისევე, როგორც საგარეო უწყებაში, მოქმედებს 24-საათიანი ცხელი ხაზი. მოქალაქეებს ყველა საჭირო დახმარება გაეწევათ და კონსულტაცია სამშობლოში გამომგზავრების ქმედითი მარშრუტის მოძიებაში.