ორმხრივი დიალოგის შეთავაზება

ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰუმანიტარულ საკითხზე საქართველოსთან ორმხრივი მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობის წინადადებით გამოდის.

ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ: „არ შეგვიძლია, არ გამოვხატოთ გაოცება, რომელიც გამოიწვია ინფორმაციამ, რომ საქართველოს მთავრობამ მოულოდნელად გამოთქვა აფხაზურ მხარესთან დიალოგის მზადყოფნა. ჩვენი მხრიდან, გამოვდივართ მოლაპარაკებების ორმხრივი ფორმატის განახლების შესაძლებლობით, რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის აფხაზეთის რესპუბლიკის დეიზოლაცია, რეგიონული უსაფრთხოება, ეკოლოგია და სხვა საკითხები, რაც უშუალოდ არის დაკავშირებული ჰუმანიტარული თანამშრომლობის თემატიკასთან. ამასთან ერთად, განსაკუთრებით ვუსვამთ ხაზს, რომ ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკური სტატუსი, რომელიც ეფუძნება აფხაზი ხალხის ნების გამოხატულებას და გამყარებულია აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციით, არ წარმოადგენს რაიმე მოლაპარაკების საგანს“.

ოკუპირებულ აფხაზეთთან  შესაძლო დიალოგის საკითხზე ისაუბრეს დღეს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრებმაც.

დატოვე კომენტარი