რას უკავშირდება უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოძახება და როგორ გაგრძელდება ურთიერთობა ოფიციალურ კიევთან

უკრაინიდან კონსულტაციებისთვის გამოწვეული საქართველოს ელჩი დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა.

თეიმურაზ შარაშენიძის უკან დაბრუნების თარიღი ჯერ არ დასახელებულა. სტრატეგიული პარტნიორობა არ გადაიხედება და არც დიპლომატიური ურთიერთობა გაწყდება, თუმცა როგორც ირკვევა, ოფიციალური თბილისი ახლა მოვლენების განვითარებას და უკრაინის ხელისუფლებისგან შემდგომ ნაბიჯებს ელოდება. პოლიტიკურ სპექტრში ამჯერად საგარეო უწყების სწორედ ეს განცხადება აღმოჩნდა მწვავე კრიტიკის საგანი. მმართველ გუნდში არ უარყოფენ, რომ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებული და ბრალდებული ექს-პრეზიდენტის ოფიციალურ თანამდებობაზე დანიშვნამ პარტნიორის მიმართ კითხვები გააჩინა, რომლებსაც პასუხების გაცემა სჭირდება.

მომხდარში საელჩოს პასუხისმგებლობას ვერ ხედავს თბილისში გამოძახებული ელჩი.