საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ბათუმში წარმატებული მაშველები დააჯილდოვა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დღეს ბათუმში წარმატებული მაშველები დააჯილდოვა. სიგელები და საჩუქრები 112-მა მაშველმა მიიღო, რომლებმაც საკურორტო სეზონზე შტორმის დროს 400-მდე ადამიანი გადაარჩინეს. საჩუქრები მაშველებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელობამ გადასცა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის შალვა ხუციშვილის განცხადებით, მომავალი წლიდან მაშველების სოციალური პირობები გაუმჯობესდება და ქალებს პირველად მიეცემათ შესაძლებლობა, საზღვაო მაშველები გახდნენ.