დაჯილდოება შერჩევით – სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება

19:09, 17.06.2024

საქართველოს პრეზიდენტის კიდევ ერთი გადაწვეტილება, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველი ისტორიული მატჩის წინ, მწვავე კრიტიკის მიზეზი ხდება. რატომ და რა კრიტერიუმებით ამოიღო სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენზე წარდგენილთა 53-კაციანი სიიდან 19 ადამიანი, მათ შორის სამწვრთნელო შტაბის, სამედიცინო ჯგუფისა და ფედერაციის სხვა წარმომადგენელთა ნაწილი? ამ კითხვაზე პასუხს პრეზიდენტისგან სპორტული საზოგადოების გარდა, პოლიტიკოსებიც ითხოვენ.

გაუგებარი და მიუღებელი – ასეთი შეფასებები კეთდება პოლიტიკურ წრეებში, სადაც სალომე ზურაბიშვილს ფეხბურთელების დაყოფაში ადანაშაულებენ. ფეხბურთის ფედერაციაში კი პრეზიდენტს გუნდურობის პრინციპის მნიშვნელობას ახსენებენ.

რა იყო სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილების მიზეზი –  თათია ტაბეშაძეს ვრთავთ პირდაპირ ეთერში, ხომ არ გაკეთებულა პრეზიდენტის მხრიდან დამატებითი განმარტება ?

 

მსგავსი