„რუსთავი 2“-ის შენობაში განთავსებული კონტრაქტორი საწარმოს, „ინტერმედიას“ ოფისში, გამომძიებლები იმყოფებიან.
მიმდინარეობს დოკუმენტაციის ამოღება. პროკურატურის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედების მიზანია, რომ სამართალდამცველებმა „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამაუწყებლო კომპანიის კონტრაქტორი ფირმიდან არსებული მასალები მოიძიონ.
გენერალურმა პროკურატურამ უკვე გამოკითხა ამ კომპანიის დირექტორი.
ხათუნა გაგნიძე დეტალებით.