ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვედურეთში, სადაც სანადირო თოფიდან გასროლილი ტყვიით 23 წლის ახალწვეული დაიღუპა, საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს.
სამართალდამცავები ადგილზე იმ პირთან ერთად იმყოფებიან, რომლის გასროლილმა ტყვიამაც მამაკაცი იმსხვერპლა.
23 წლის ახალგაზრდას ტყვია სოფლის გზაზე მიმავალს მოხვდა, მაშინ, როდესაც მისი თანასოფლელი მისგან 100 მეტრში ნადირობდა. ის სამართალდამცავებს ჩაბარდა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.