თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, სადაც ავტომობილში თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ექსპერიმენტი 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება. მისივე თქმით, ამ ექსპერიმენტმა საქმეში არსებულ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.