გიორგი შაქარაშვილის საქმე

დაცვის მხარის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტს ეხმაურება გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის ბიძა.

მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ ბრალდებულების ადვოკატების მიერ განხორციელებული ექსპერიმენტი ადასტურებს გამოძიების ვერსიას, რომ იაკობ ბრეგვაძემ, რომელიც ერთ-ერთი მოწმეა, დაინახა როგორ მოსდევდნენ ახალგაზრდებს „ტოიოტა ქამრიდან“ გადმოსული თავდამსხმელები. ამასთან ნიკოლაძის ინფორნაციით, გუშინდელი ექსპერიმენტის დროს არ მოხდა უშუალოდ არაგვის ხეობაში ჩასვლა და მოტივი, რომელიც ბრალდებულების ადვოკატებმა დაასახელეს, გამოგონილია. გარდაცვლილი შაქარაშვილის ოჯახი გამოძიებას სრულ ნდობას უცხადებს.