უბედური შემთხვევა

15:26, 17.04.2019

უბედური შემთხვევა მოხდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვედურეთთან.

ბათუმი-თბილისის ჩქაროსნული მატარებელი მწყემსს დაეჯახა. 40 წლამდე მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი