ბაჩალიაშვილის საქმე - საგამოძიებო ექსპერიმენტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს.

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ექსპერიმენტი 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება. მისივე თქმით, ამ ექსპერიმენტმა საქმეში არსებულ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.