ტატუნაშვილის საქმე რჩება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის დღის წესრიგში.
რუსეთმა და დე ფაქტო ხელისუფლებამ სწრაფად უნდა გამოიძიონ ტატუნაშვილის საქმე და ოჯახს დაუყოვნებლივ გადასცენ ცხედარი – ასე ეხმაურება საკითხს „ამნესტი ინტერნეიშენალი“. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ადგილი ჰქონდა სიცოცხლის უფლების დარღვევას. ამავე განცხადებაში საუბარია ოჯახის უფლებების დარღვევაზეც.
ტატუნაშვილის საქმეზე დღეს კიდევ ერთი განცხადება გააკეთა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა.