ვოლოდიმირ ზელენსკი „ამნესთი ინთერნეიშენალის“ ანგარიშს აკრიტიკებს

ვოლოდიმირ ზელენსკიამნესთი ინთერნეიშენალის“ ანგარიშს აკრიტიკებს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია ტერორისტი სახელმწიფოს ამნისტირებასა და პასუხისმგებლობის აგრესორის ნაცვლად, მსხვერპლზე დაკისრებას ცდილობს. ზელენსკისთვის ჰიპოთეტურადაც არ არსებობს პირობა, რომ რუსეთის რომელიმე თავდასხმა უკრაინაზე, გამართლებული იყოს.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინელი სამხედროები ტექნიკას სამოქალაქო ობიექტებში განალაგებდნენ, მათ შორის სკოლებსა და საავადმყოფოებში, რითიც საფრთხეს მოქალაქეებს უქმნიდნენ. თავად ორგანიზაციაში ზელენსკის საპასუხოდ ამბობენ, რომ უკრაინის მთავრობის კრიტიკა ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს არ ცვლის.