სადავო მშენებლობა ვერეს ხეობაში.
გაცემული ნებართვისა და დაწყებული სამუშაოების პარალელურად პროტესტი გრძელდება. ადგილობრივები მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ტერიტორია მეწყერსაშიშია და მრავალსართულიანი სასტუმროს განთავსება მათ სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის.
განიხილავენ თუ არა მერიაში საჩივარს და შეაჩერებს თუ არა კომპანია დაწყებულ მშენებლობას, უცნობია.