საცობების განტვირთვის ახალი გეგმა.
თბილისის მერია ოთხი ბენზინგასამართი სადგურის აღებას აპირებს.
გმირთა მოედნის და ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიების ნაცვლად ობიექტების მფლობელებს ადგილმონაცვლეობას ან კომპენსაციებს შესთავაზებენ.
ადრესატები ახლა მერიისგან გეგმის დეტალებს ელოდებიან.
მარიამ სეთურიძე დაინტერესდა, შედგება თუ არა მხარეებს შორის ამჯერად შეთანხმება და რამდენად მოაგვარებს დედაქალაქის მთავრობის ინიციატივა საცობების პრობლემას ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ მონაკვეთზე.